აჭარის მთავრობა თეა ვადაჭკორიას ოჯახს ბინას გადასცემს

22 ივნისი 2023, 11:54 1393 ნახვა

აჭარის მთავრობა თეა ვადაჭკორიას ოჯახს ბინას გადასცემს. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"რამდენიმე თვის წინ, შეგვძვრა ტრაგედიამ, რომელმაც დაგვაკარგინა ძალიან ღირსეული კოლეგა, აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ქალბატონი თეა ვადაჭკორია. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპულ, ჩვენს კოლეგას, მის ოჯახს, მცირეწლოვან შვილს გადაეცეს საბინაო ფონდიდან საცხოვრებელი სახლი", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თეა ვადაჭკორია წლების განმავლობაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

იგი გასული წლის 15 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი