რუსულმა ძალებმა ღამით კრივოი როგი დაბომბეს, დაზიანებულია სახლები - უკრაინული მედია

22 ივნისი 2023, 10:07 499 ნახვა

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. რუსულმა ძალებმა, ღამით, კრივოი როგის რაიონზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, დაზიანდა სახლები, მანქანები, წყალმომარაგება და ელექტროგადამცემი ხაზები. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში 40-ზე მეტი შეტევა მოხდა.

მათივე ინფორმაციით, რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიიკასა და მარინკას მიმართულებებზე და მძიმე ბრძოლა გრძელდება. აღნიშნული მიმართულებებით, რუსებსა და უკრაინელებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.

უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების 3 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალების დისლოცირების 13 ტერიტორია და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეები გაანადგურეს.

„თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 12 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დისლოცირების ტერიტორიებს და 6 - მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებს. ასევე, ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს რუსული “მი-24“ ტიპის ვერტმფრენი და 7 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. გასული დღის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 3 სამეთაურო პუნქტს, 1 საზენიტო-სარაკეტო სისტემას, მტრის პერსონალი და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 2 ტერიტორიას, 13 საარტილერიო დანადგარს და მტრის საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი