საქართველოს ევროპული მომავალი და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა-ევროპული პერსპექტივის მინიჭებიდან ზუსტად ერთ წელში ევროკომისიამ უნდა თქვას როგორ ასრულებს საქართველო ევროპულ დავალებებს.ანუ, როგორ გამოიყენა 12 თვე საქართველოს მთავრობამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.ვიდრე პარტნიორები შუალედურ დასკვნას მოამზადებენ და ზეპირ მოხსენებასაც მოვისმენთ,მანამდე საქართველოში ოპტიმისტური განწყობაა,რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.ოღონდ ასე მმართველ პარტიაში ფიქრობენ. მაგალითად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს,რომ საქართველოს შესრულებული აქვს 11 რეკომენდაცია,ერთადერთი შეუსრულებელი რეკომენდაცია დეპოლარიზაციაა, რომლის შეუსრულებლობაში ოპოზიციას ადანაშაულებს და მათ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.