ტურიზმის დეპარტამენტის ანგარიში

21 ივნისი 2023, 14:48 527 ნახვა

ტურიზმის  დეპარტამენტის  საქმიანობის  ანგარიში  მოისმინეს  დღეს  აჭარის  უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო  კომიტეტის   სხდომაზე.   

აჭარის  ტურიზმის დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა  სხდომაზე  2022  წელს  განხორციელებული და  მიმდინარე  წელს ტურისტულ  სეზონზე   დაგეგმილი   პროექტები  წარადგინა. 

საუბარი  შეეხო  საერთაშორისო ბაზარზე  რეგიონის პოპულარიზაციის,  ტურისტული  პროდუქტების განვითარების,   სერვისების   გაუმჯობესების  და  ინფრასტრუქტურის  მოწყობის   მიმართულებით  გატარებულ  ღონისძიებებს.  წელს  ბათუმი რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიებას  უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი