ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებს შორის უამინდობის გამო შეწყდა.
გლაზგოში მიმდინარე მატჩი მე-8 წუთზე ძლიერი წვიმის გამო 20 წუთით გადაიდო.
მე-7 წუთზე კი საქართველოს ნაკრების კარში გოლი მაკგრეგორმა გაიტანა და შოტლანდია დააწინაურა.
თუ მატჩი დღის განმავლობაში განახლდება ანგარიში უცვლელი დარჩება, თუმცა გადათამაშების შემთხვევაში შეხვედრა თავიდან დაიწყება.