ძლიერმა ტორნადომ გადაუარა მისისიპის ქალაქ მოს პოინტს, რომელსაც რეგიონში მასშტაბური ნგრევა და ზარალი მოჰყვა. სტიქიამ სახლებს სახურავები ახადა, დაგლიჯა ხეები და ელექტროგადამცები ბოძები, დაიტბორა ქუჩები.
ტელეარხი ეი-ბი-სის ინფორმაციით, ქარიშხლის შედეგად 100-ზე მეტი შენობა დაინგრა ან დაზიანდა. ტორნადომ რამდენიმე სკოლას სახურავი ახადა და წყალგაყვანილობა დააზიანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გასულ პარასკევს მისისიპის ქალაქ ლუინში ტორნადოს შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოცამდე დაშავდა.
ორშაბათის ტორნადო შაბათ-კვირას მისისიპიში ძლიერ ქარიშხალს მოჰყვა, რომელმაც ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
ტორნადო იყო ფლორიდაშიც. სოციალურ მედიაში სტიქიური მოვლენის ამსახველი ვიდეოები ვრცელდება, რომელიც ფლორიდის მირამარის სანაპიროზეა გადაღებული.