მაღაროელების პროტესტი

20 ივნისი 2023, 12:10 732 ნახვა

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის მე-15 დღე და პროტესტის უკიდურესი ფორმა. ''ჯორჯიან მანგანეზის'' თანამშრომლები აქციებს აგრძელებენ.

გაფიცულებს ტყიბულელი  მაღაროელებიც შეუერთდნენ და კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. უცვლელია მოთხოვნები - ხელფასების 20 პროცენტით გაზრდა, შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება.

მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ.

ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია.არაერთი მცდელობის მიუხედავად, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი