საკანონმდებლო ინიციატივა სუროგაციის შესახებ 

20 ივნისი 2023, 11:10 573 ნახვა

პარლამენტმა სუროგაციასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე მუშაობა უკვე დაიწყო - კანონპროექტის შესწავლაში მონაწილეობას ჯანდაცვის უწყება, ექსპერტები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც მიიღებენ.

პროექტის დამტკიცებას გარკვეული დრო დასჭირდება.საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს, გულისხმობს სუროგაცია-დონაციის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაშვებას და მისი კომერციალიზაციის აკრძალვას.

მთავრობის მოტივი ბავშვებით უკანონო ვაჭრობისა და ქალების ტრეფიკინგის რისკების შემცირებაა, ამავდროულად ქვეყნის შიგნით დემოგრაფიის მხარდაჭერა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის ოპონენტებს, ახალ ინიციატივას კრიტიკულად აფასებენ და არ გამორიცხავენ, რომ ცვლილებებმა სუროგაციის სერვისების გაძვირება გამოიწვიოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი