''თუ მამა გიორგის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი მცდარია, აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის პროკურორი, რომელმაც ასეთი ბრალდება წაუყენა, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს უამრავი კითხვა, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს, ამ ეტაპზე კი იგი პროკურატურის გამოძიებას ენდობა. იგი მიიჩნევს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ვიდეომიმართვის არასრული ვერსიის გავრცელების საკითხით, საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს. სასულიერო პირის აზრით, პროკურატურამ უნდა დაადგინოს, რა მიზანს ემსახურებოდა და ვის ინტერესში შედიოდა მასალის არასრული ვერსიის გავრცელება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            