აჭარაში ტურისტების მოსაზიდად რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოურ არხებზე ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას განაგრძობს. ევრონიუსის შემდეგ, აჭარის საიმიჯო კამპანია უკვე ცნობილ, გერმანულენოვან ტელეარხზე Deustche Welle დაიწყო.
აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების ამსახველ ვიდეორგოლს 195-მდე ქვეყნის მილიონობით მაყურებელი იხილავს. Deustche Welle მსოფლიოს მასშტაბით 30 ენაზე მაუწყებლობს და მის ეთერში ბათუმის პოპულარიზაცია 2018 წელს დაიწყო.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების სატელევიზიო სარეკლამო კამპანიას სხვადასხვა უცხოურ მედია საშუალებით ყოველწლიურად ახორციელებს. ასევე, რეგიონში ჩამოჰყავთ ჟურნალისტები. მათ ადგილზე აცნობენ საზღვაო და სამთო ტურისტულ ინფრასტრუქტურას და პროდუქტებს.
დეპარტამენტის ინფრომაციით, წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი და თურქი ჟურნალისტები. გასულ წელს კი ბათუმში 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი იმყოფებოდა.