ოსიმენი და კვარაცხელია ისევ ერთად ითამაშებენ 

20 ივნისი 2023, 11:30 502 ნახვა

თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა "ნაპოლისთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე თანხმობა განაცხადა, - ამის თაობაზე კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ისაუბრა:

"ოსიმენს ჯერ კიდევ საჩემპიონო ზეიმამდე ველაპარაკე. ჩვენ ხელშეკრულების ორი წლით გახანგრძლივებაზე მოვილაპარაკეთ. უკვე ვთქვი, რომ ოსიმენი უნდა დარჩეს. თუ ისეთი წინადადებით მოგვმართავენ, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება, ჩვენ ამ შემოთავაზებას განვიხილავთ", - განაცხადა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა.

მომავალ სეზონში ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია, დიდი ალბათობით, ისევ ერთად ითამაშებენ. ნიგერიელ სუპერფორვარდს პსჟ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბაიერნი“ იწვევდნენ, მაგრამ დე ლაურენტისი 150 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად ნიგერიელის გაშვებას არ აპირებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი