გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დღეს გაიხსნა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, მორიგი სამთავრობო მოლაპარაკებები, რომელზედაც მხარეები მიმოიხილავენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს, გერმანიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობასა და პარტნიორობის ახალ, დაგეგმილ მიმართულებებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოლაპარაკებები გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა, სვენია შულცემ.
როგორც ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების ოქმს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე.