საპარლამენტო უმრავლესობა  პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს

19 ივნისი 2023, 15:05 632 ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, კანდიდატები პარლამენტში კონსულტაციების გარეშე წარადგინეს.

კითხვაზე, მათი ეს გადაწყვეტილება უფრო დაძაბავს თუ არა პრეზიდენტთან ურთიერთობას, კობახიძე პასუხობს, რომ ისინი კონსტიტუციით მოქმედებენ, რასაც პრეზიდენტმა ანგარიში უნდა გაუწიოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი