როგორ ასრულებს საქართველო 12 რეკომენდაციას, რომელიც ევროპელმა დიპლომატებმა ერთი წლის წინ დაგვიწესეს - დასკვნას ევროკომისია ოქტომბერში დადებს.
დავალებების შესრულებამ ევროპული პერსპექტივიდან კანდიდატის სტატუსამდე უნდა მიგვიყვანოს. ამ ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში გამუდმებით ისმის ურთიერთბრალდებები.
ევროპულ გზაზე შეფერხებაში ოპოზიცია ხელისუფლებას, ''ქართული ოცნება'' კი ოპონენტებს ადანაშაულებს, დიპლომატები კი გამუდმებით იმეორებენ, რომ სტატუსს აძლევენ ქვეყანას და არა ცალკეულ დანაყოფებს, ამიტომაც საჭიროა ურთიერთთანამშრომლობა.