თსუ-ში დაშავებული სტუდენტი გამოკითხვაზე იმყოფება

18 ივნისი 2023, 18:02 506 ნახვა

თსუ-ში დაშავებული სტუდენტი, ლუკა შველიძე პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარს, რა დროსაც შველიძესთან უცნობი პირი იარაღით შევიდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, კაცი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელია.

მომხდარზე გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიწყო. ლუკა შველიძე გამოძიებას აბსურდულს უწოდებს. 

17 ივნისს თსუ-ში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად ახალგაზრდები პროტესტის გამოხატვასა და ბანერების გაშლას ცდილობდნენ.

პროტესტის გამო ახალგაზრდებს რამდენიმე უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. მიღებული დაზიანებების გამო, ლუკა შველიძე კლინიკაში გადაიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში