ასტანაში ბანკ „კასპის“ ფილიალში მძევლები, რომლებიც შეიარაღებულმა კაცმა დაატყვევა, გაათავისუფლეს.
გავრცელებული ცნობით თავდამსხმელი ბანკის აქტივების შშმ ბავშვებისა და გაჭირვებულებისთვის გადარიცხვას ითხოვდა, რისთვისაც ხელისუფლებას 3 საათი მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.
სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ადგილზე სპეცრაზმი მუშაობდა. შსს-მ მძევლები უვნებლად გაათავისუფლა, თავდამსხmელი დაკავებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.