ენერგოეფექტურობა – სემინარი

18 ივნისი 2023, 10:40 623 ნახვა

შეხვედრა და სემინარი კომუნიკაციის მენეჯერებთან. შეხვედრაზე განიხილეს ,,მერების შეთანხმების“ ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

ასევე სემინარის მონაწილეებმა დაათვალიერეს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტშიელექტროავტობუსები, ხოლო დასუფთავების სამსახურში - პლასტიკისა და მუყაოს ნარჩენების საამქრო. შეხვედრა ,,მერების შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, ევროკავშირის მიერ იქნა ორგანიზებული.

ბათუმის მერია ,,მერების შეთანხმებას“. 2011 წელს შეუერთდა და შეიმუშავა ბათუმის მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიზნით.ბათუმის მერიამ უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, მათ შორის:  სრულად განახლდა მუნიციპალური ავტობუსების პარკი.

გარდა ამისა, 2020 წლიდან ბათუმში მგზავრებს 8 ელექტროავტობუსი ემსახურება, რითაც ბათუმი პირველი ქალაქია სამხრეთ კავკასიაში, სადაც ელექტრო ავტობუსები მოძრაობს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი