თავდასხმა ხეჩინაშვილში - გამოძიება დაწყებულია

18 ივნისი 2023, 11:40 699 ნახვა

ხეჩინაშვილში მომხდარ ინციდენტს კი წინ თსუ-ში დაპირისპირება უძღოდა. უნივერსიტეტში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და თსუ-ს ლექტორის ირაკლი კობახიძე ლექციის ჩატარების დროს ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რომელთა ნაწილი კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვდა იმ განცხადების გამო, რომელიც მან გასულ დღეებში ცალკეულ სტუდენტებთან მიმართებით გააკეთა. სწორედ ამ დაპირისპირების დროს დაშავდა სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში გამოკითხვის მიზნით მისულ სამართალდამცველს თავს ლუკა შველიძე და მისი ახლობლები დაესხნენ.

ინციდენტის შემდეგ, ლუკა შველიძე ირწმუნებოდა, რომ პირს, რომელიც მასთან პალატაში შევიდა, თავი პოლიციის თანამშრომლად არ წარუდგენია და იარაღით დაემუქრა. მისივე განცხადებით, აღნიშნული პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი