ელგუჯა თავბერიძის საღამო მოეწყო ბათუმის მწერალთა სახლში. 21 წიგნისა და არაერთი პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი ბათუმელ მწერლებს, პოეტებსა და მკითხველს მსგავს გარემოში პირველად შეხვდა.
ისაუბრეს და განიხილეს მისი შემოქმედება, ბიოგრაფიული თუ სხვა რომანების პერსონაჟები, ასევე მწერლის განცდებისა და მოსაზრებების გადმოცემის ხერხები.
ელგუჯა თავბერიძე ბათუმის მწერალთა სახლთან აქტიურად თანამშრომლობს, მისი წერილები იბეჭდება ასევე ჟურნალ „ჭოროხში“.