სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ატესტატის გაცემა 3 ივლისიდან დაიწყება და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. აბიტურიენტები დოკუმენტს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ. ატესტატის დაჩქარებული წესით აღება კი ფასიანია.
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის აღება ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით.