ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის ინტერესებით ლისაბონიდან თბილისამდე, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ - ჰაჯა ლაჰიბი

14 ივნისი 2023, 22:20 828 ნახვა

ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის ინტერესებით ლისაბონიდან თბილისამდე. ვაკვირდებით საერთო მომავალს, ბელგია საქართველოს გვერდით დგას დღეს და ჩვენ გავაგრძელებთ იმავეს ხვალ და მომავალშიც, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა, ჰაჯა ლაჰიბიმ ბრიუსელში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველომ ევროპას მიმართა, რათა მიიღოს კანდიდატობის სტატუსი ევროკავშირში. საქართველო გახლავთ ევროპული ოჯახის ნაწილი, რისი დემონსტრირება ასევე მოლდოვამ მოახდინა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირები არსებობს 20 წლის განმავლობაში, ახლა არის ყველაზე უფრო მჭიდრო. ბატონო პრემიერო, თქვენი მთავრობა ამჟამად ახორციელებს 12 რეკომენდაციის შესრულებას, რომელიც ევროპულმა საბჭომ გადასცა საქართველოს, რომელიც მისცეს საქართველოს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თქვენ მოგვახსენეთ ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებულ შეფასებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველით ამ მიმართულებების გაუმჯობესებასა და ევროპული კომისიის მოხსენებას. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის ინტერესებით ლისაბონიდან თბილისამდე. ვაკვირდებით საერთო მომავალს, ბელგია საქართველოს გვერდით დგას დღეს, ჩვენ გავაგრძელებთ იმავეს ხვალ და მომავალშიც“, – განაცხადა ჰაჯა ლაჰიბიმ.

მან ასევე ისაუბრა ქართული სუფრის ტრადიციაზე და განაცხადა, რომ ეს არის საუკეთესო გზა, რომ ადამიანებმა უკეთესად გაიცნონ ერთმანეთი.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს აღინიშნება, მაგრამ დღეს განსაკუთრებული აღნიშვნა ხდება ამ დღის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბელგიაში ემთხვევა „ევროპალიის“ ფესტივალის დაწყებას. ეს გახლავთ უნიკალური ფესტივალი, რომელიც მიმდინარე წელს 4 ოქტომბერს დაიწყება და ძალიან დიდი იმედის მომცემია. „ევროპალია“ გახლავთ მნიშვნელოვანი ღონისძიება კულტურული დიპლომატიის. ის აძლიერებს კულტურულ ურთიერთგაცვლას.  საქართველო იქნება 25-ე მასპინძელი ქვეყანა, რომელიც აღნიშნავს მის კულტურულ მემკვიდრეობას. მრავალფეროვნება სახელოვნებო პროექტების, გამოფენების –  სურათი შთამბეჭდავია. პროგრამა იყო დღეს წარმოდგენილი მინისტრ თეა წულუკიანის თანდასწრებით. ეს პროგრამა გახლავთ განაცხადი უზარმაზარი მემკვიდრეობის, რომელიც საქართველოს გააჩნია. როგორც ხშირად ხდება, ქვეყნის იდენტობა, კულტურული სიმდიდრისა და კრეატიულობის ჭრილში არის გამოხატული. კულტურა შეიძლება, ასევე გვთავაზობდეს ღრმა ანალიზს სუფრასთან დაკავშირებით. ტრადიციულ ქართულ ფესტივალს, რომელშიც არის მოცული სტუმართმასპინძლობის სულისკვეთება, რაც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ასპექტი ქართული კულტურის. მოკლედ მოგითხრობთ სუფრაზე, მაგიდის გარშემო, რომელიც არის ქართული სამზარეულოს ნიმუშებით სავსე, ღვინით დამშვენებული და ალბათ ლუდითაც, მეგობრები იკრიბებიან, რომ ერთმანეთს მოუყვნენ სხვადასხვა ისტორიები, დაუვიწყარი მომენტები. ეს გახლავთ საუკეთესო გზა, რომ უკეთესად გაიცნონ ერთმანეთი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა.  დარწმუნებული ვარ, ეს ფესტივალი ისტორიაში ჩაიწერება როგორც ძირითადი მოვლენა ჩვენ ორ ქვეყანას შორის, რაც გააძლიერებს მეგობრულ კავშირებს ბელგიასა და საქართველოს შორის. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს აღსანიშნავად. დილით ბრწყინვალე პოლიტიკური გზავნილების ურთიერთგაცვლა მოხდა ჩვენ მთავრობებს შორის, ორმხრივი ურთიერთობები განვიხილეთ, მიღწეულ პროგრესზე ვისაუბრეთ და მომავალში არსებულ შესაძლებლობებზე “, – აღნიშნა ჰაჯა ლაჰიბიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი