საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - ოლივერ ვარჰეი

14 ივნისი 2023, 20:20 618 ნახვა

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.

„ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს რეფორმების მიმართ იყო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან საუბრის მთავარი თემა. ჩვენი მოწოდება იყო დაჩქარდეს საბჭოს მიერ დასახული 12 პრიორიტეტის განხორციელება, რათა საქართველომ შეძლოს წინსვლა ევროკავშირის გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – წერს ოლივერ ვარჰეი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში