პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

14 ივნისი 2023, 11:50 699 ნახვა

პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში, ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე გადამუშავდა და შეიცვალა.

პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს.

პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება. პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება, ნაცვლად საქართველოს მთავრობისა.

ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება სრულყოფილი მოკვლევა ჩაატაროს, რათა გაარკვიოს პირი არის თუ არა ოლიგარქი. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არცნობის შესახებ სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი