ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში უმაღლესი რანგის შეხვედრებს გამართავს

13 ივნისი 2023, 19:52 582 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში გაემგზავრა.ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური 14 ივნისს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.მათ შორის ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ასევე, იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალში - „ევროპალია“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში