ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

13 ივნისი 2023, 14:50 630 ნახვა

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული, ხოლო ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად საჭიროა არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომა, – ამის შესახებ აღნიშნულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგაქრიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ეხება.

ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმის ნაცვლად, მრავალ სექტორალურ, სისტემურ მიდგომას მიჰყოლოდა, საქართველომ გადაწყვიტა ოლიგარქიზაციის დამანგრეველ გავლენასთან საბრძოლველად, სხვაგვარი „პერსონალური მიდგომა“ აირჩია და მოამზადა დეოლიგარქიზაციის კანონი. ეს „პერსონალური მიდგომა“, როგორც ეს მითითებულია გადამუშავებულ კანონში, მიისწრაფვის პერსონების იდენტიფიცირება მოახდინოს „ოლიგარქებად“ სპეციფიკური კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიცაა სიმდიდრე, მედიამფლობელობა და ა.შ. და უწესებს მათ რიგ შეზღუდვებს. 

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს დამატებითი ზომები და არა სისტემური მიდგომის ალტერნატივა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი