მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

12 ივნისი 2023, 22:11 556 ნახვა

შვედეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას,- ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა პოლონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ერთობლივად ვუჭერთ მხარს უკრაინისა და მოლდოვას მისწრაფებებს, რომ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ამ წლის ბოლომდე. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ გამოიყენოს თავისი შანსი და გახდეს კანდიდატი ქვეყანა“, – აღნიშნა ბილსტრომმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი