„მოქალაქეობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები 

12 ივნისი 2023, 11:00 656 ნახვა

პარლამენტში ბიუროს დღესვე წარედგინება "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირებს ოფიციალური განცხადებით მიმართვამდე მოუწევთ შესაბამისი გამოცდის ჩაბარება, არა დამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს.

ასევე მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან 6 თვემდე მცირდება. გარდა ამისა, ნახევრდება მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების დადგენილი 10-წლიანი ცენზიც.

როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ,  საქართველოს მოქალაქეობის მსურველთათვის უნდა გამარტივდეს ბიუროკრატიული ფორმალობები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი