ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის ფინალი ბათუმში დღეს და ხვალ გაიმართება

12 ივნისი 2023, 11:14 738 ნახვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატები ხელბურთშიც დასკვნით ფაზაში შედის. კაცთა ეროვნული ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები პირველად ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება. 

ფინალში საქართველოს ჩემპიონის ვინაობას "ბსბ" ბათუმი და "პეგასი", ორმატჩიან შეხვედრებში გაარკვევენ.

მატჩების განრიგი კი ასეთია:

  • 12 ივნისი პეგასი - ბსბ 20:00;
  • 13 ივნისი ბსბ - პეგასი 13:00;
  • მისამართი: ბათუმი, ლადო ასათიანის ქ. 27.

მატჩების პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის YouTube არხზე იქნება შესაძლებელი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში