ბათუმში ერთ-ერთი კორპუსის მე-15 სართულიდან 16 წლის მოზარდი გადმოვარდა.
არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში დაზარალებულს კლინიკა ''ბაუში'' ოპერაცია უტარდება. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.