ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში

11 ივნისი 2023, 18:02 575 ნახვა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰალსერი, დღეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ლიხტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ყურადღება გაამახვილეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამჭერის მნიშვნელობაზე.

ვიზიტის ფარგლებში, დომინიკ ჰალსერი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებს შეხვდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში