ნიდერლანდებში სპექტაკლი "სამანიშვლის დედინაცვალი" დაიდგა

11 ივნისი 2023, 17:10 1339 ნახვა

ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა  ემიგრანტების სამოყვარულო თეატრმა „ათინათი“ სპექტაკლი „სამანიშვილის დედინაცვალი“ წარმოადგინა.კლასიკოსი მწერლის, დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლი ლიეტუვადან მოწვეულმა ქართველმა რეჟისორმა ბადრი წერედიანმა დადგა.

ჰოლანდიაში მცხოვრები ემიგრანტების დახმარებით, თეატრი „ათინათი“ 2021 წელს ემიგრანტმა თინათინ ახვლედიანმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაარსა. 

ამჟამად თეატრს ნათია და ბაია ახვლედიანები ხელმძღვანელობენ, რომლებმაც თანამოაზრეებთან ერთად,  ქართული კულტურის კერა შექმნეს ნიდერლანდების სამეფოში.ახლო მომავალში თეატრი „ათინათი“ „სამანიშვილის დედინაცვალს“ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წარადგენს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში