როგორია საქართველოს შანსები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების გზაზე? - საქართველოში გერმანიის ელჩი ამბობს, რომ არსებობს კარგი შანსები, თუ ერთად ვიმუშავებთ და განვაგრძობთ 12 პუნქტის შესრულებას.
პეტერ ფიშერის თქმით, გერმანიას სურს საქართველო ევროკავშირს შეუერთდეს. ელჩმა იმ საკითხებზეც ისაუბრა, რაც ოლაფ შოლცმა და ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს.
პეტერ ფიშერი ცალსახად ამბობს, რომ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას - ოპოზიციას, ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, რადგან ევროკავშირში წევრიანდება ქვეყანა და არა ცალკეული ნაწილები.