საბავშვო ბაღებმა ავტორიზაციის მისაღებად მზადება დაიწყეს

11 ივნისი 2023, 11:30 766 ნახვა

საბავშვო ბაღებმა ავტორიზაციის მისაღებად მზადება დაიწყეს. მიმდინარე წელი სკოლამდელი დაწესებულებების თვითშეფასებას დაეთმობა. ავტორიზაციის გასავლელად საბავშო ბაღები სკოლამდელი განათლების სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. დამტკიცდა სტრატეგიაც.

დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ინფრასტრუქტურული სტანდარტები, ბაღის განთავსება მხოლოდ პირველ და მეორე სართულზე იქნება ნებადართული.

კანონით განსაზღვრული იქნება ერთ ჯგუფში აღსაზრდელების და აღმზრდელების რაოდენობაც. ამ ეტაპზე საბავშვო ბაღები მხოლოდ ორი მიმართულებით, შრომის უსაფრთხოებისა და კვების ხარისხის კუთხით მოწმდება.

რეფორმის გატარების შემდეგ, ავტორიზაციის გავლა საბავშო ბაღებს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მოუწევთ. საბავშო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2029 წელს უნდა დასრულდეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში