ინფრასტრუქტურული სამუშაოები საგურამოს სამხედრო ბაზაზე 

11 ივნისი 2023, 10:30 500 ნახვა

საგურამოში სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ლაზარეთს, სასადილოსა და გამშვებ პუნქტს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა.

დასრულებულია ყაზარმის რეაბილიტაციაც, სადაც შეიცვალა სახურავი, მოწესრიგდა სველი წერტილები და შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვა. ტერიტორიაზე ასევე, მოეწყო სპორტული დარბაზი. დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად კი, სამხედრო ნაწილში გმირთა მემორიალი დაიდგა.

ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში