ისრაელში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება 

11 ივნისი 2023, 10:30 562 ნახვა

ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე ისრაელში. მოქალაქეები თელ-ავივში 5 თვეა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიღებულ კანონს ეწინააღმდეგებიან, რომელიც სასამართლო რეფორმის ცვლილებებს ეხება.

აქტივისტების განცხადებით, მიღებული კანონი, ხელს უშლის დემოკრატიას და პოლიტიკოსებს უფრო მეტ ძალაუფლებას აძლევს. მთავრობის მტკიცებით, ცვლილებები ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღსადგენად აუცილებელია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი