„პაემანი ცეკვასთან„ ქართული ტრადიციული ცეკვის საღამო გაიმართა საზაფხულო თეატრში. ღონისძიებაზე ბათუმში არსებული ქართული ცეკვის მოყვარულთა კლუბის „იცეკვე ქეთისთან და ნინოსთან“ ერთად ყველა თაობის მოცეკვავემ მიიღო მონაწილეობა.
კონცერტი ზაფხულის სეზონის გახსნის ფარგლებში გაიმართა და როგორც ცნობილია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. ღონისძიებაზე დასწრება უფასო იყო.
ორგანიზატორების თქმით მსგავსი კონცერტები ხელს უწყობს ქართული კულტურისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.