დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "სიტი" და "ინტერი" ითამაშებს

10 ივნისი 2023, 12:11 725 ნახვა

დღეს, ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება.

ტიტულისთვის მანჩესტერ სიტი და ინტერი სტამბოლში ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე ითამაშებენ.

პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი სიტი ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებას ეცდება, ხოლო ინტერი კი წარმატების შემთხვევაში მეოთხედ გახდება ამ ტურნირის გამარჯვებული.

დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22:55 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში