ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოძრაობა განახლდა 

10 ივნისი 2023, 12:03 860 ნახვა

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ავტომანქანების მოძრაობა განახლდა, პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა სარემონტო სამუშაოები. ჯერ ჯერობით დასრულებული არაა სანიაღვრე არხების მოწყობა. მოქალაქეებს ჯერ საშუალება არ აქვთ ტროტუარებით ისარგებლონ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ავტომობილებთან ერთად გზის სავალ ნაწილზე უწევთ სიარული რაც უსაფრთხო არაა. ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციაზე კომპანია „ერ ტე დე“-მუშაობს.  გზების დეპარტამენტმა კომპანიას სამუშაოებისთვის  20 მილიონამდე  ლარი გადაუხადა.  თანხის ნახევარი კომპანიამ უკვე აითვისა.    

გზების დეპარტამენტსა და მშენებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სამუშაოები,  31 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა თარიღი რამდენჯერმე გადაიწია. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლომდე არც 10 ივნისის მდგომარეობითაა დასრულებული, თუმცა საავტომობილო მიმოსვლა სრულად აღდგენილია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი