სასკოლო კონკურსი

18 თებერვალი 2017, 00:00 2295 ნახვა

სასკოლო კონკურის ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2017“ - ის ნახევარფინალური ტური გაიმართა დღეს ბათუმში. ნახევარფინალურ ტურში აჭარიდან 10 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. ფინალში დიდაჭარის, თხილნარის და ხელვაჩაურის ნომერ 1-ლი საჯარო სკოლა გადავიდა. საკონკურსო თემა: ,,მწვანე რეაქცია“ გარემოსდაცვითი სამოქალაქო აქტივობების მხარდაჭერას გულისხმობს. ქვეყნის მასშტაბით  აღნიშნულ კონკურსში 200 მდე სკოლაა ჩართული, ფინალში მონაწილე ყველა სკოლას მიენიჭება ,, მწვანე სკოლის“ სტატუსი და გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი