კახოვკის კაშხლის აფეთქება - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჩანაწერს ავრცელებს

09 ივნისი 2023, 14:40 974 ნახვა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსულმა ჯგუფმა ააფეთქა.

უწყების განცხადებით, დამპყრობლებს სურდათ უკრაინის დაშანტაჟება კაშხლის აფეთქებით და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კატასტროფა მოაწყვეს.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ მასალაში, ორი პირი მომხდარის შედეგებს განიხილავს. ერთ-ერთის თქმით, ჰიდროელექტროსადგური ბირთვულ რეაქტორს აგრილებს და ეს მთავარი პრობლემაა, მეწყვილეს თქმით,  უკრაინელებმა ეს საკუთარ თავს გაუკეთეს, რაზეც კვლავ პირველი მოსაუბრე აღნიშნავს, რომ უკრაინელებს არ აუფეთქებიათ, არამედ იქ რუსული დივერსიული ჯგუფია.

გავრცელებულ ჩანაწერში ასევე აღნიშნავენ, რომ კაშხლის აფეთქებით შიშის გამოწვევა სურდათ, სიტუაცია გეგმის მიხედვით არ წავიდა და იმაზე მეტი მოხდა, ვიდრე დაიგეგმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი