საქართველო იმ ხუთეულში, რომელიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლის საშუალებას აძლევს

08 ივნისი 2023, 20:30 695 ნახვა

გამოცემა პოლიტიკო სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ობრაიენზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონმა იმ 5 ქვეყნის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც რუსეთს საშუალებას აძლევენ სანქციებს გვერდი აუარონ. ეს ქვეყნებია : თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საემიროები და სომხეთი. ობრაინის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არგუმენტაცია უნდა წარმოადგინოს. მმართველ გუნდში კი კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო სანქციას იცავს და მტკიცებულებების გარეშე მსგავსი განცხადებების გაკეთება უსაფუძვლოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი