მმართველი გუნდი ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. პროექტის მიხედვით, ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტი გაჩნდება. გადაწყვეტილების გაჭიანურების შესახებ მმართველი გუნდის ბრალდებებს არ იზიარებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, ეროვნული ბანკის იმიჯს ქართული ოცნების მიერ ვეტოს დაძლევის დაანონსება აზიანებს.
საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას მომავალ სასესიო კვირაში გეგმავს. ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იწონებენ, მმართველ გუნდს კი კვლავ პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
''ქართული ოცნება'' კი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას, ეროვნული ბანკის ინსტიტუტის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობით ხსნის.