მმართველი გუნდი და ოპოზიცია ''ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერის მამუკა გუგეშაშვილის განცხადებას ეხმაურება. ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა ''თავისუფალ სივრცეში'' მან განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება.
ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი, ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების შეფასებისგან თავს იკავებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სისტემური დანაშაულების ფუძემდებლები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ.
მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ლევან ხაბეიშვილის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობა პარტიას დაშლამდე მიიყვანს.