უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის ემზადება

08 ივნისი 2023, 11:51 593 ნახვა

მმართველი გუნდი ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.

პროექტის მიხედვით, ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტი გაჩნდება. გადაწყვეტილების გაჭიანურების შესახებ მმართველი გუნდის ბრალდებებს არ იზიარებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, ეროვნული ბანკის იმიჯს ქართული ოცნების მიერ ვეტოს დაძლევის დაანონსება აზიანებს. საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას მომავალ სასესიო კვირაში გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი