ავტოავარია ბათუმში

18 თებერვალი 2017, 00:00 9231 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთველის ქუჩაზე. ბმვ-ს მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა და ქუჩის განათების ბოძი დააზიანა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანებული ავტომობილიდან ახალგაზრდა მამაკაცის გამოყვანის ოპერაცია დაახლოებით 35 წუთი გრძელდებოდა. მედიკოსებმა პირველადი სამედიცინო დახმარება დაშავებულს ადგილზე გაუწიეს და რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე კატეგორიაში