გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ორგანიზებით, საქართველოში სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე სურსათის მსოფლიო დღის აღსანიშნავად რიყის პარკში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. რიყის პარკში მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, გაცნობოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკურ აღჭურვილობას.