სერთიფიკატები გადაეცათ დღეს “ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენის ორგანიზებაში ჩართულ ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებს.საუბარია ტურიზმის ფაკულტეტის 50-მდე სტუდენტზე.ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო გამოფენა “ებიტი”-ს ორგანიზების პროცესში და პარალელურად ერთ თვიანი სტაჟირება გაიარეს კომპანია “ექსპო ბათუმში”.საგამოფენო კომპანია საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციასთან ერთად 2011 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს პრაქტიკული უნარების დაუფლების საშუალებას აძლევს. გამოფენის მონაწილე სტუდენტები ხვალ თურქეთის ქალაქ სინოპში გაემგზავრებიან და იქ არსებულ უნივერსიტეტში ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნობიან.