სახალხო დამცველი შსს მინისტრს შეხვდა

07 ივნისი 2023, 19:59 540 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა ლევან იოსელიანს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის მანდატი განიხილეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის სპეციფიკა და პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგინეს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ორი ინსტიტუციის სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავებისა და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბების შესახებ იმსჯელეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი