სტიქია კახეთში

07 ივნისი 2023, 14:05 600 ნახვა

დილიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ძლიერმა ქარმა ათეულობით შენობა, ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ასწლოვანი ხეებია მოგლეჯილი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. ერთ-ერთი ხე ვიზიტორთა ცენტრს დაეცა. დაზიანებულია შენობის სახურავი და კედლები.

გაწმენდითი სამუშაოები დაწყებული აქვთ მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს. ლაგოდეხის მერის მოადგილე ამბობს, რომ მერიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს შესაბამისი ზიანის აღწერა.რამდენიმე სოფელში ძლიერმა ქარმა სულ მცირე 15-მდე საცხოვრებელ სახლს ნაწილობრივ გადახადა სახურავი.

დაზიანებულია ელექტროენერგიის სადენებიც. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი