საბავშვო ბაღის მშენებლობა ჩაქვში

07 ივნისი 2023, 14:55 825 ნახვა

ჩაქვში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. უკვე დასრულდა შენობის კარკასის, შიდა კედლებისა და ტიხრების მოწყობა, შემოიღობა ეზო. პროექტი ითვალისწინებს ბაღის მიმდებარედ ეზოსა და ახალი სპორტული მოედნის მშენებლობას, საპარკინგე სივრცის მოწყობასა და საბავშვო ატრაქციონების მონტაჟს.

ბაღი გათვლილია 280-მდე აღსაზრდელზე. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 584 ათას ლარს აღემატება. სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.

ბათუმის მერის განცხადებით, წელს ბათუმში 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება. აშენდება 6, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16-ს, მათ შორის 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება.

საბავშვო ბაღების გამაგრება-რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარია გათვალისწინებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში